ფილტრი კატეგორიებით

აირჩიე კატეგორიები საინტერესო თემების სანახავად

💵ეკონომიკა📚განათლებაშოკი-პიკი-პანიკა🏛️პოლიტიკა🚫პოპულარული ტყუილი💣ცხელი-ცხელი ბომბა👥საზოგადოება🤝დაპირებები🌟გულის ჯიბით სატარებელი🎥მონტაჟი🤓ლექცია პარლამენტში

არა. სახელმწიფომ უნდა დასაჯოს მოქმედება, რომელსაც ჰყავს მსხვერპლი და არა აზრი, ფიქრი ან პირადი მოხმარება.

მოდი, ამ პრინციპის შესამოწმებლად ყველაზე მძიმე მაგალითი განვიხილოთ - ბავშვთა პორნოგრაფია. მისი დამზადება და გავრცელება არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაული, რადგან ამ პროცესში ბავშვი ხდება ძალადობის მსხვერპლი. ყველა, ვინც ამაში მონაწილეობს, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

მაგრამ, როდესაც სახელმწიფო სჯის ყურებას, ის სცდება თავის უფლებამოსილებას. ამ მოქმედებით ახალი მსხვერპლი არ ჩნდება და არსებობს შემთხვევები, როდესაც შეუძლებელია იმის დამტკიცება, ადამიანმა ეს განზრახ ნახა თუ შემთხვევით წააწყდა. ეს არის "აზრის პოლიცია" და ქმნის საშიშ პრეცედენტს, მთავრობის ძალაუფლების ზრდაში.

სახელმწიფოს საქმეა, დაიჭიროს მონსტრები - ვიდეოს შემქმნელები და გამავრცელებლები - და არა ის, თუ რას უყურებს მოქალაქე საკუთარ კომპიუტერში.

პედოფილია უნდა დაისაჯოს დანაშაულის ჩადენისას და არა იმის გამო, რომ ვიღაცამ რაღაცას უყურა.

უნდა ისჯებოდეს "ცუდი ვიდეოების" ყურება?

👥 საზოგადოება

წარმოიდგინეთ, რომ ახდა "ქართველი ხალხის ნება" და აღარ შემოგვაქვს პამიდორი თურქეთიდან.

მაგრამ მეორე დღესვე ბაზარში უსიამოვნო სიურპრიზი გხვდებათ. პამიდორი, რომელიც გუშინ 4 ლარი ღირდა, 7 გახდა. რატომ? იმიტომ, რომ ქვეყანაში პამიდვრის რაოდენობა განახევრდა. როცა პროდუქტი ცოტაა, მოთხოვნა კი იგივე, მისი ფასი ავტომატურად იზრდება. გამყიდველმა იცის, რომ იაფი ალტერნატივა გაქრა და ფასს მაქსიმალურად წევს ზემოთ.

შემდეგ მოდის ზამთარი. წარმოიდგინეთ, კახეთში ცუდი ამინდებია და მოსავლის დიდი ნაწილი გაფუჭდა. ადრე ასეთ დროს თურქული იმპორტი გვშველოდა, რადგან თურქეთის მოსავალი კახეთის ამინდზე არაა დამოკიდებული. იქიდან შემოსული პამიდორი აზღვევდა ჩვენს ბაზარს და ფასს ასტაბილურებდა. ახლა კი დახლები ცარიელია, ან ისედაც გაძვირებული პამიდვრის ფასი 15 ლარზე ავარდა. არჩევანის გარეშე დავრჩით.

და ვინ იგებს ამით? ის, ვისაც კონკურენტი მოვუშორეთ. ის, ვისაც აღარ სჭირდება განვითარება, რადგან იცის, სხვა გზა არ არის და მის პროდუქტს მაინც იყიდით.

ამიტომ დაიმახსოვრეთ: შეზღუდვა არის მახე. ის ქმნის სიძვირეს და აზარმაცებს მწარმოებელს. ნამდვილი დახმარება კი ფერმერისთვის ცოდნისა და ტექნოლოგიის მიცემაა, რომ ნებისმიერ კონკურენტს ღირსეულად აჯობოს.

რატომ არ გინდათ თურქული პამიდორის იმპორტი აკრძალოთ?

💵 ეკონომიკა

პროტესტი შეიძლება იყოს მშვიდობიანი ან რევოლუციური, მაგრამ არა ორივე ერთდროულად. შეუთანხმებელი მიტინგი, კონკრეტული მიზნების გარეშე (მაგ., არჩევნების ხელახლა ჩატარება ან მთავრობის გადადგომა), განწირულია კრახისთვის. ასეთი მიზნების მიღწევა შეუძლებელია კონკრეტული გეგმისა და შემსრულებლების გარეშე.

პოლიტიკოსებმა, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი პრივილეგიები გამოეყენებინათ ამომრჩევლების დასაცავად, "ხალხის აქციად" მონათლეს პროტესტი და უკან დაიმალნენ. შედეგად, ყველაზე გაბედული ადამიანები დაისაჯნენ. პოლიტიკოსების უმოქმედობამ და უმიზნო აქციებმა პროტესტს სახელი გაუფუჭა, რის გამოც, დღეისთვის ქართველ ადამიანის ქვეყნის ბედისთვის გამოსვლა „უტყდება“.

პროტესტი ემოციების ველია, ამიტომ მიზნებზე შეთანხმება აქციამდე უნდა მოხდეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საპროტესტოდ გასვლა კონკრეტული მოთხოვნებით.

„გირჩი“ არ ეწინააღმდეგება არც რევოლუციას და არც მშვიდობიან აქციას. ჩვენ გვაქვს ერთი მკაფიო მოთხოვნა: „ვისაუბროთ ერთმანეთში, სანამ ბრძოლის ველზე გავალთ.“ იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის წინ გამართულ ჩვენს აქციას ცოტა ადამიანი გამოეხმაურა, „გირჩი“ ახლა საზოგადოებაში ცნობიერების შეცვლაზეა ორიენტირებული სხვადასხვა გზით, მათ შორის ტელევიზიის გახსნით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით და ლაივებში თქვენთან საუბრით და ა.შ.

რატომ არ უერთდებით აქციებს?

🏛️ პოლიტიკა

გირჩი იდეურად არანაირად არ ეწინააღმდეგება ბოიკოტს. მაგრამ, როგორც კი გაირკვა რომ ოპოზიციის მარკით ბოიკოტი არ შედგებოდა (მადლობა გახარია + ლელოს), გირჩმა დაადასტურა რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა.

გირჩმა შესთავაზა ოპოზიციონერ პარტიებს თბილისის მერობის არჩევნების მოგების უდავო რეცეპტი. მოგეხსენებათ საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ოპოზიციას თბილისში უფრო მეტი ხმა ჰქონდა მოპოვებული. პარტიები ერთ წესიერ და არაპარტიულ ადამიანზე რომ შეთანხმებულიყვნენ, თბილისი პირველად, ამდენი ხნის შემდეგ, არ ჩაბარდებოდა ქართულ ოცნებას.

რატომ არ უერთდებით ოპო პარტიების ბოიკოტს?

👥 საზოგადოება

ხშირად ნასროლი ტერმინია "ხალხის პარტია". მაგრამ ძალიან ცოტა თუ აკმაყოფილებს ასეთი წოდების კრიტერიუმებს. გირჩი დღეს არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები ამ პარტიას თავისი სახსრებით აფინანსებენ. იქნება ეს თვეში 5 ლარი თუ მეტი, თითოეული შემოწირულობა ამ პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, ჩვენ ღიად გაძლევთ საშუალებას თვალი ადევნოთ ნებისმიერ დონაციას, რომელიც იწარმოება გირჩის ანგარიშებზე. ამისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ გირჩის ოფოციალურ პორტალს

საიდან ფინანსდებით?

💵 ეკონომიკა
  • ჩვენ გარშემო უამრავი ძალიან საინტერესო, კომპეტენტური და ნიჭიერი ადამიანი შემოიკრიბა ამ წლების განმავლობაში. მათი უდიდესი უმრავლესობა ჯერ არ იღებს პოლიტიკოსობის გადაწყვეტილებას. ზოგადად, ადამიანები მათ ხელთ არსებულ ყველა ალტერნატივას უყურებენ, წონიან და ისე იღებენ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს.
  • თუ გირჩის რეიტინგი ისე გაიზრდება, რომ მას დამატებით პოლიტიკოსები დასჭირდება, ასეთი ხალხი ბუნებრივად გამოჩნდება. მთავარია, პერსპექტივის რეალურობა და მასშტაბი დაინახონ. თუკი მეტი კომპეტენტური ადამიანის საჭიროება დადგება, ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. დღეს გირჩი პატარაა და მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით, მხოლოდ 4 სპიკერი ჰყავს. ათჯერ რომ გაიზარდოს ჩვენი რეიტინგი, ათჯერ მეტი ადამიანი მყისიერად იქნება მზად აქტიურად დაგენახოთ.

თქვენი გუნდი სულ ის 4 კაცია და არჩევნები რომ მოიგოთ, პოლიტიკოსები არ გეყოფათ!

🏛️ პოლიტიკა

ჩვენთან დაკონტაქტების რამდენიმე გზა არსებობს: შეგიძლიათ გვესტუმროთ: თბილისი, 9 აპრილის ქუჩა N⅗, პარლამენტის უკან. სუს-ის შენობის ზუსტად პირდაპირ, პირველ სართულზე. მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: info@girchi.com მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე: fb.com/GirchiParty ან დაგვემატოთ ჩვენს ფეისბუქ ჯუგფში, სადაც ვსაუბრობთ გირჩულ თემებზე: “გირჩის ბაბლი”.

როგორ დაგეკონტაქტოთ?

👥 საზოგადოება
  • სანამ გირჩი იარსებებს და სანამ “ბიბლიური თავისუფლება” იარსებებს, ყველა მსურველს შეეძლება გახდეს ჩვენი რელიგიური ორგანიზაციის წევრი და დაიცვას საკუთარი არჩევანის თავისუფლება. მათ შორის, ისარგებლოს ყველა იმ პრივილეგიით, რაც კანონით აქვს ყველა სხვა კონფესიის მღვდელმსახურსაც და გადაივადოს “სავალდებულო სამხედრო სამსახური”.

ჯარის იმით კიდევ იმასშვრებით?

👥 საზოგადოება

ჩვენ გვგონია, რომ მომავალი საზღვრებისა და მთავრობების გარეშე თანაცხოვრებაშია. თუმცა გირჩი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძვის არსებული პოლიტიკური სისტემის ფარგლებში. ხელისუფლებაში მოსვლა კი გვინდა იმისთვის, რომ რაც ჩვენ სწორი გვგონია, ის რეფორმები გავატაროთ. დღეს რა წესრიგიცაა სამყაროში, იმ წესრიგში შეუძლებლად მიგვაჩნია სახელმწიფოების გაუქმება. ასეთი გაუქმება შეიძლება მომავალში რამემ მოიტანოს, იქნება ეს ტექოლოგიური რევოლუცია, კაცობრიობის შეხედულებების ცვლილება თუ ა. შ. მაგრამ დღეს და აქ “სახელმწიფოს გაუქმება”, მით უმეტეს მხოლოდ საქართველოში, წარმოუდგენლად მიგვაჩნია. ამის სანაცვლოდ, ჩვენ გვჯერა ე. წ. მინიმალური სახელმწიფოსი, სადაც მთავრობა ინდივიდის ცხოვრებაში თითქმის არ ერევა და მხოლოდ კონკრეტული, ერთეული ფუნქციები გააჩნია. ეს ფუნქციები შეიძლება იყოს საგარეო ურთიერთობები, თავდაცვა და მართლმსაჯულება/შიდა წესრიგის დაცვა. ამის იქით, ჩვენი აზრით, სახელმწიფოს თუ მთავრობას არაფერი ესაქმება ჩვენს ცხოვრებასთან. სანამ ერთმანეთზე არ ვძალადობთ და ვახერხებთ სიტყვით მოვაგვაროთ ერთმანეთთან კონფლიქტები, ჩვენს საქმეებში მთავრობის ჩარევის არანაირი საჭიროება და არც მორალური საფუძველი არ არსებობს.

კაცმა რომ მიგიშვათ, სახელმწიფოს გააუქმებთ?

🏛️ პოლიტიკა

გავრცელებული ტყუილია, გადავხედოთ ფაქტებს:

  • 1. 2020 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. 2. ეს ბოიკოტი პირველებმა „მოქალაქეების“ ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა დატოვეს 2021 წლის იანვრის ბოლოს და შევიდნენ პარლამენტში. 3. „გირჩი“ კი, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, პარლამენტში მხოლოდ 2021 წლის აპრილში, ევროკავშირის მედიაციით შექმნილ „შარლ მიშელის შეთანხმებაზე“ ხელმოწერის შემდეგ შევიდა.

ერთადერთი რაშიც პირველები ვიყავით, იყო ამ თემაზე საუბრის დაწყება. ჩვენი იდეოლოგიით კი, არ არსებობს თემა, რომელზეც საუბარი არ შეიძლება.

2020 წლის არჩევნების შემდეგ, რატომ შეხვედით პირველები პარლამენტში?

🏛️ პოლიტიკა

გირჩი იდეურად არანაირად არ ეწინააღმდეგება ბოიკოტს. მაგრამ, როგორც კი გაირკვა რომ ოპოზიციის მარკით ბოიკოტი არ შედგებოდა (მადლობა გახარია + ლელოს), გირჩმა დაადასტურა რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა.

გირჩმა შესთავაზა ოპოზიციონერ პარტიებს თბილისის მერობის არჩევნების მოგების უდავო რეცეპტი. მოგეხსენებათ საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ოპოზიციას თბილისში უფრო მეტი ხმა ჰქონდა მოპოვებული. პარტიები ერთ წესიერ და არაპარტიულ ადამიანზე რომ შეთანხმებულიყვნენ, თბილისი პირველად, ამდენი ხნის შემდეგ, არ ჩაბარდებოდა ქართულ ოცნებას.

გირჩის მთავარი ამოცანა არჩევნებში მონაწილეობის მიღებით რეგიონებში ჩვენი ხალხის პოვნაა. ჩვენ ვეძებთ ნორმალურ ადამიანებს, ვისაც ავტორიტეტი აქვთ ახლო საზოგადოებებში. არ არის აუცილებელი რომ გირჩის იდეოლოგიას ბოლომდე იზიარებდნენ, მთავარია რიგ საკითხებში ვთანხმდებოდეთ. მათგან ვითხოვთ მხოლოდ ორ რამეს - 1. საკრებულოებიდან ინფორმაციის გამოტანას

2. გირჩის ღია მხარდამჭერების საქმეების სწრაფად მოგვარებას (რა თქმა უნდა მხოლოდ იმ საქმეების რომელიც მათ იურისდიქციას არ სცდება).

თქვე ქოცებო, თვითმმართველობის არჩევნებში რატომ იღებთ მონაწილეობას?

🏛️ პოლიტიკა

იმედია დაიხურება, პირველ რიგში კარგი ფორმულირება სჭირდება. მთავარია დაიხურა.

ჩვენთვის „მთავარი არხი“ ზუსტად ისეთივე პროპაგანდისტული მედია იყო, როგორიც „იმედია“. ორივე ერთი მეთოდით მუშაობს - მაყურებელს მუდმივად თავს ახვევს მისთვის სასარგებლო აზრს. არ მართავენ დებატებს, სადაც განსხვავებულ აზრებს მოისმენ.

ამიტომ, ჩვენი პოზიცია მარტივია: მივესალმებით ყველა ისეთი მედიის გაქრობას, რომელიც საზოგადოებას ყოფს და ჯანსაღ დისკუსიას კლავს. არ აქვს მნიშვნელობა, ბიძინას ემსახურება თუ "ოპოზიციას".

რატომ გაგიხარდათ მთავარი არხის დახურვა?

👥 საზოგადოება

მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელ მრევლში ეს შეხედულება დიდი ხანია არსებობს, “ბიბლიური თავისუფლება” არასოდეს, მისი არსებობის არცერთ მომენტში, არ მოიაზრებდა სხვა ადამიანებისა და მათი რწმენის შეურაცხყოფას. გირჩში საკმაოდ კონსერვატიულად ვუყურებთ რელიგიის საკითხს და გვჯერა, რომ ყველას აქვს უფლება, სწამდეს რისიც უნდა.

ჩვენთვის პრობლემა მხოლოდ ძალადობა ან მყისიერი საფრთხის შექმნაა სხვების მიმართ, და არა მათი რწმენა.

“ბიბლიური თავისუფლება” შეიქმნა თავისუფლების საქადაგებლად. ჩვენ ვთვლით, რომ თავისუფალი არჩევანი არის უმთავრესი ნიჭი, რომელიც ღმერთმა ადამიანს მისცა, და ბიბლიაში ვერსად ნახავთ ხაზს, სადაც ღმერთი ზღუდავს ინდივიდის არჩევანს. ამ პრაქტიკული ქმედებებით მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ქრისტიანული ორგანიზაცია ვართ — ვეხმარებით ადამიანებს თავი დაიცვან მოძალადე სახელმწიფო სისტემისგან და შეინარჩუნონ არჩევანის თავისუფლება.

ასევე, არ წავიდნენ ჯარში, თუ არ უნდათ :)

ბიბლიური თავისუფლება იმიტომ გააკეთეთ, რომ მართლმადიდებლობას დასცინოთ?

🏛️ პოლიტიკა

მისამართი: თბილისი, 9 აპრილის ქუჩა N⅗, პარლამენტის უკან. სუს-ის შენობის მოპირდაპირე მხარეს, პირველ სართულზე.

სადმე არ გადამეყაროთ, სადაც გნახავთ იქ #*?!**$*!!

შოკი-პიკი-პანიკა

სოციალური დახმარება, როგორც იდეა, კეთილია - მაგრამ ისეთი, როგორიც პრაქტიკაშია, უბრალოდ პოლიტიკოსების ხრიკია. გირჩი არ ამბობს “დავტოვოთ ხალხი ულუკმაპუროდ” - გირჩი ამბობს: დავტოვოთ ხალხი ბიუროკრატიის გარეშე.

დღეს დახმარება ასე მუშაობს: შენ მუშაობ, იხდი გადასახადს, მერე ათი სამინისტრო გაიყოფს, მინისტრი ბონუსს აიღებს, და თუ რამე დარჩა - პოლიტიკური ქულების დასაწერად გაჭირვებულს მიუყრიან.

გირჩს უნდა ეს ფული პირდაპირ ადამიანებს ჩაუჯდეს ანგარიშზე. ყოველთვიურად. ყველას. გამონაკლისების და სიების გარეშე.

თუ გგონია, სახელმწიფო იზრუნებს შენზე - გირჩი გეუბნება, რომ ეს ჩვენ შეგვიძლია უკეთესად.

სოციალურ დახმარებას რატომ აუქმებთ?

💣 ცხელი-ცხელი ბომბა

როდესაც კანონმორჩილ, წესიერ ადამიანს თავის დაცვა დასჭირდება, იარაღს კანონის გათვალისწინებულ პირობებში გამოიყენებს. პრობლემა ის კი არ არის, რომ კარგმა ხალხმა იარაღი აიღოს - პრობლემა ის არის, როცა მხოლოდ ცუდი ხალხი არის შეიარაღებული. ის ხალხი, ვინც კანონს პატივს არ სცემს.

იარაღი მარტო ამერიკული იდეა არაა - ქართულ ჩოხაზე თოფის და ტყვიის ტარების კვალი ნათელია. შეიარაღებული ადამიანი, როგორც ტრადიცია, ასევე პასუხისმგებლობაც იყო. 90-იანებში გვახსოვს, ვინ ატარებდა იარაღს - არა რიგითი მოქალაქე, არამედ კრიმინალი. კრიმინალური საზოგადოების ნომერ პირველი მტერი შეიარაღებული საზოგადოებაა.

რა იარაღის ლეგალიზაცია, ხო დავხოცეთ ერთმანეთი?!

👥 საზოგადოება

არა, გირჩს არ უნდა თქვენს ბებიას დახმარება წაართვას, პირიქით — გირჩს უნდა, რომ ყველას დაეხმაროს.

დღეს პენსია მინიმალურია და მისი ერთადერთი დანიშნულებაა, რომ პოლიტიკოსმა უფროსი თაობის ხალხი მოისყიდოს. ბიუჯეტის დიდი ნაწილი კი მიდის უსარგებლო სამინისტროებზე და წვრილმანი ჩინოვნიკების ხელფასებზე.

გირჩს უნდა, რომ ეს ფული მივიდეს ხალხამდე — ყველასთან. მათ შორის, ბებოსთანაც, და არამარტო მასთან, არამედ ყველა ქართველთან, ვინც ზრდასრულია. ამას ეწოდება საყოველთაო შემოსავალი — ფიქსირებული თანხა ყველასთვის, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე.

ეს ნიშნავს, რომ ბებია მიიღებს უფრო მეტს, ვიდრე ახლა იღებს — და არცერთი პარტიის ხუშტურზე დამოკიდებული აღარ იქნება.

გირჩი თქვენს ბებოს პენსიას უუქმებს???

💵 ეკონომიკა

ის ფაქტი, რომ ჩვენ სავალდებულო ჯარს ვეწინააღმდეგებით, არ ნიშნავს, რომ პაციფისტები ვართ და გვგონია, ნორმალური ჯარი და თავდაცვა არ გვჭირდება. პირიქით — ვფიქრობთ, რომ თავდაცვას ბევრად მეტ ყურადღებას უნდა ვაქცევდეთ და ათასგვარ სისულელეში ფულის ხარჯვის ნაცვლად, გვინდა მეტი ფული მივმართოთ ამ სფეროსკენ. უსაფრთხოება, მშვიდობა და დაცულობის განცდა ადამიანების ბედნიერად ცხოვრების აუცილებელი წინაპირობაა.

ჩვენ უბრალოდ ვგმობთ ადამიანის თავისუფალი ნების საწინააღმდეგო ქმედებებს ანუ სავალდებულოობას. მიგვაჩნია, რომ ჯარი უნდა იყოს სრულად საკონტრაქტო, ხოლო მეომარი უნდა ერქვას იმას, ვინც მზადაა საკუთარი ნებით აიღოს იარაღი და ამ დასაფასებელ, მნიშვნელოვან პროფესიას დაუთმოს ცხოვრება. “ძალით ჯარისკაცი” როგორც თავდაცვის ბიუჯეტის, ასევე ადამიანთა დროის ფუჭად გაფლანგვაა.

ხოლო თუ გგონიათ, რომ “ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ისეთი მეზობლებით, სადაც ყველამ უნდა იცოდეს იარაღის გამოყენება”, ჩვენი აზრით, მაგ მიზნის მიღწევა სხვა გზითაც შესაძლებელია — მიეცეს ადამიანებს იარაღის თავისუფლად ფლობის საშუალება და გამარტივდეს სასროლეთების მოწყობა, რათა ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა ისწავლოს იარაღის გამოყენება.

ჯარის გაუქმება მართლა გინდათ?

🏛️ პოლიტიკა

გირჩის მიზანია შემდეგია - მიწა სახელმწიფოს კი არა, ქართველ ხალხს ეკუთვნოდეს.

საქმე იმაშია, რომ დღეს მიწა სახელმწიფოსია და როდესაც დასჭირდებათ, 1 ლარად გააჩუქებენ, მათ შორის არაბებზეც.

გირჩი თვლის, რომ ყველა ქართველი უნდა გახდეს მიწის მფლობელი. და თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ მიწას სათანადოდ ვერ იყენებს და სჯობს გაყიდოს - ეს მისი პირადი საქმეა.

ქართული მიწის ბედს უნდა წყვეტდეს ქართველი ხალხი, და არა ჩინოვნიკები.

არაბებს უნდა მიყიდოთ მიწები???

👥 საზოგადოება

“Norchi” არის პლატფორმა, რომელიც გეხმარებათ გაერკვეთ ქართულ პოლიტიკაში - იქნება ეს არჩევნები, მიმდინარე აქციები თუ პროტესტები. გამოიკვლიეთ პოლიტიკური მითები და გაიგეთ, რა არის პოლიტიკური პარტია “გირჩის” რეალური პოზიცია. “ნორჩი” და პარტია “გირჩი” გეხმარებათ, იფიქროთ დამოუკიდებლად.

ნავიგაცია

საზოგადოება

რესურსები

  • გირჩის იუთუბი
  • TV 36
  • დახმარება
  • პროფილი
  • მხარდაჭერა

    “ნორჩი” დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც მუდმივად ვითარდება. თქვენგან ფინანსური დახმარება იქნება დამატებითი მოტივაცია რომ ეს საქმე კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით გაკეთდეს:)

    საქართველოს ბანკი

    GE40BG0000000538569601

    PayPal (საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის)

    მადლობა ყველა მხარდამჭერს!

    მამულაშვილი ლ.

    ნადირაძე ნ.

    ჭანია მ.

    ფანჯაკიძე დ.

    მახარაძე ლ.

    დოლაკიძე თ.

    ნორჩი არ გაჩერდება, სანამ გირჩი გირჩობს.

© 2025 Norchi. არცერთი უფლება არ არის დაცული.

Loading...

მხარდაჭერა

“ნორჩი” დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც მუდმივად ვითარდება. თქვენგან ფინანსური დახმარება იქნება დამატებითი მოტივაცია რომ ეს საქმე კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით გაკეთდეს:)

საქართველოს ბანკი

GE40BG0000000538569601

PayPal (საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის)

მადლობა ყველა მხარდამჭერს!

მამულაშვილი ლ.

ნადირაძე ნ.

ჭანია მ.

ფანჯაკიძე დ.

მახარაძე ლ.

დოლაკიძე თ.

ნორჩი არ გაჩერდება, სანამ გირჩი გირჩობს.