სულ 4 კაცი ხართ. არჩევნები რომ მოიგოთ, ხალხი გეყოფათ?
- ჩვენ გარშემო უამრავი ძალიან საინტერესო, კომპეტენტური და ნიჭიერი ადამიანი შემოიკრიბა ამ წლების განმავლობაში. მათი უდიდესი უმრავლესობა ჯერ არ იღებს პოლიტიკოსობის გადაწყვეტილებას. ზოგადად, ადამიანები მათ ხელთ არსებულ ყველა ალტერნატივას უყურებენ, წონიან და ისე იღებენ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს.
- თუ თავისუფალი ხალხის პარტიის რეიტინგი ისე გაიზრდება, რომ მას დამატებით პოლიტიკოსები დასჭირდება, ასეთი ხალხი ბუნებრივად გამოჩნდება. მთავარია, პერსპექტივის რეალურობა და მასშტაბი დაინახონ. თუკი მეტი კომპეტენტური ადამიანის საჭიროება დადგება, ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. დღეს პარტია პატარაა და მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით, მხოლოდ 4 სპიკერი ჰყავს. ათჯერ რომ გაიზარდოს ჩვენი რეიტინგი, ათჯერ მეტი ადამიანი მყისიერად იქნება მზად აქტიურად დაგენახოთ.