2020-ის არჩევნების შემდეგ პარლამენტში პირველები რატომ შეხვედით?
გავრცელებული ტყუილია, გადავხედოთ ფაქტებს:
- 1. 2020 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. 2. ეს ბოიკოტი პირველებმა „მოქალაქეების“ ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა დატოვეს 2021 წლის იანვრის ბოლოს და შევიდნენ პარლამენტში. 3. „გირჩი“ (ახლა თავისუფალი ხალხის პარტია) კი, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, პარლამენტში მხოლოდ 2021 წლის აპრილში, ევროკავშირის მედიაციით შექმნილ „შარლ მიშელის შეთანხმებაზე“ ხელმოწერის შემდეგ შევიდა.
ერთადერთი რაშიც პირველები ვიყავით, იყო ამ თემაზე საუბრის დაწყება. ჩვენი იდეოლოგიით კი, არ არსებობს თემა, რომელზეც საუბარი არ შეიძლება.