ბებოს პენსიას უუქმებთ?
არა, თავისუფალი ხალხის პარტიას არ უნდა თქვენს ბებიას დახმარება წაართვას, პირიქით - პარტიას უნდა, რომ ყველას დაეხმაროს.
დღეს პენსია მინიმალურია და მისი ერთადერთი დანიშნულებაა, რომ პოლიტიკოსმა უფროსი თაობის ხალხი მოისყიდოს. ბიუჯეტის დიდი ნაწილი კი მიდის უსარგებლო სამინისტროებზე და წვრილმანი ჩინოვნიკების ხელფასებზე.
პარტიას უნდა, რომ ეს ფული მივიდეს ხალხამდე - ყველასთან. მათ შორის, ბებოსთანაც, და არამარტო მასთან, არამედ ყველა ქართველთან, ვინც ზრდასრულია. ამას ეწოდება საყოველთაო შემოსავალი - ფიქსირებული თანხა ყველასთვის, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე.
ეს ნიშნავს, რომ ბებია მიიღებს უფრო მეტს, ვიდრე ახლა იღებს - და არცერთი პარტიის ხუშტურზე დამოკიდებული აღარ იქნება.