სოციალურ დახმარებას რატომ აუქმებთ?

სოციალური დახმარება, როგორც იდეა, კეთილია - მაგრამ ისეთი, როგორიც პრაქტიკაშია, უბრალოდ პოლიტიკოსების ხრიკია. თავისუფალი ხალხის პარტია არ ამბობს “დავტოვოთ ხალხი ულუკმაპუროდ” - პარტია ამბობს: დავტოვოთ ხალხი ბიუროკრატიის გარეშე.

დღეს დახმარება ასე მუშაობს: შენ მუშაობ, იხდი გადასახადს, მერე ათი სამინისტრო გაიყოფს, მინისტრი ბონუსს აიღებს, და თუ რამე დარჩა - პოლიტიკური ქულების დასაწერად გაჭირვებულს მიუყრიან.

პარტიას უნდა ეს ფული პირდაპირ ადამიანებს ჩაუჯდეს ანგარიშზე. ყოველთვიურად. ყველას. გამონაკლისების და სიების გარეშე.

თუ გგონია, სახელმწიფო იზრუნებს შენზე - თავისუფალი ხალხის პარტია გეუბნება, რომ ეს ჩვენ შეგვიძლია უკეთესად.