ქოცებო, არჩევნებში რატომ მონაწილეობთ?

თავისუფალი ხალხის პარტია იდეურად არანაირად არ ეწინააღმდეგება ბოიკოტს. მაგრამ, როგორც კი გაირკვა რომ ოპოზიციის მარკით ბოიკოტი არ შედგებოდა (მადლობა გახარია + ლელოს), პარტიამ დაადასტურა რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა.

პარტიამ შესთავაზა ოპოზიციონერ პარტიებს თბილისის მერობის არჩევნების მოგების უდავო რეცეპტი. მოგეხსენებათ საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ოპოზიციას თბილისში უფრო მეტი ხმა ჰქონდა მოპოვებული. პარტიები ერთ წესიერ და არაპარტიულ ადამიანზე რომ შეთანხმებულიყვნენ, თბილისი პირველად, ამდენი ხნის შემდეგ, არ ჩაბარდებოდა ქართულ ოცნებას.

პარტიის მთავარი ამოცანა არჩევნებში მონაწილეობის მიღებით რეგიონებში ჩვენი ხალხის პოვნაა. ჩვენ ვეძებთ ნორმალურ ადამიანებს, ვისაც ავტორიტეტი აქვთ ახლო საზოგადოებებში. არ არის აუცილებელი რომ პარტიის იდეოლოგიას ბოლომდე იზიარებდნენ, მთავარია რიგ საკითხებში ვთანხმდებოდეთ. მათგან ვითხოვთ მხოლოდ ორ რამეს - 1. საკრებულოებიდან ინფორმაციის გამოტანას

2. პარტიის ღია მხარდამჭერების საქმეების სწრაფად მოგვარებას (რა თქმა უნდა მხოლოდ იმ საქმეების რომელიც მათ იურისდიქციას არ სცდება).