ბიბლიური თავისუფლება მართლმადიდებლობის დასაცინად შექმენით?
მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელ მრევლში ეს შეხედულება დიდი ხანია არსებობს, “ბიბლიური თავისუფლება” არასოდეს, მისი არსებობის არცერთ მომენტში, არ მოიაზრებდა სხვა ადამიანებისა და მათი რწმენის შეურაცხყოფას. თავისუფალი ხალხის პარტიაში საკმაოდ კონსერვატიულად ვუყურებთ რელიგიის საკითხს და გვჯერა, რომ ყველას აქვს უფლება, სწამდეს რისიც უნდა.
ჩვენთვის პრობლემა მხოლოდ ძალადობა ან მყისიერი საფრთხის შექმნაა სხვების მიმართ, და არა მათი რწმენა.
“ბიბლიური თავისუფლება” შეიქმნა თავისუფლების საქადაგებლად. ჩვენ ვთვლით, რომ თავისუფალი არჩევანი არის უმთავრესი ნიჭი, რომელიც ღმერთმა ადამიანს მისცა, და ბიბლიაში ვერსად ნახავთ ხაზს, სადაც ღმერთი ზღუდავს ინდივიდის არჩევანს. ამ პრაქტიკული ქმედებებით მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ქრისტიანული ორგანიზაცია ვართ - ვეხმარებით ადამიანებს თავი დაიცვან მოძალადე სახელმწიფო სისტემისგან და შეინარჩუნონ არჩევანის თავისუფლება.
ასევე, არ წავიდნენ ჯარში, თუ არ უნდათ :)