ციფრულ ლარს რას ერჩით, ბარათით ხომ ისედაც ვიხდით?

ბარათით გადახდა და ციფრული ლარი სულ სხვადასხვა რამეა.

დღეს თქვენი ფული კომერციულ ბანკშია. სახელმწიფოს რომ თქვენი ხარჯები ნახოს ან ანგარიში გაგიყინოთ, სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება. და თუ ბანკი მოგბეზრდათ, ბანკომატთან მიდიხართ და ნაღდს იღებთ.

ციფრული ლარი კი პირდაპირ ეროვნული ბანკის ფულია, სახელმწიფოს სისტემაში. ვინც ამ სისტემას აკონტროლებს, მას შეუძლია ყველა თქვენი ყიდვა დაინახოს, ხაჭაპურიდან ბენზინამდე. ასეთ ფულს წესებიც შეიძლება ჩაუწერო: რაზე დახარჯო, სად დახარჯო, ჯარიმა კი თავისით ჩამოგეჭრება.

„ჩვენთან ასე არ იქნებაო“? 2022 წელს კანადაში, რომელიც დიქტატურა ნამდვილად არაა, პროტესტზე წასულ მძღოლებს საბანკო ანგარიშები გაუყინეს. როცა ფული პირდაპირ სახელმწიფოს სისტემაშია, ამისთვის ბანკის დაყოლიებაც აღარ სჭირდება.

ნაღდი ფული კი რეპეტიტორის, ძიძის, ხელოსნის და სოფლის ბაზრობის ფულია. და თავისუფლების ბოლო გასასვლელი.

იაფი გადარიცხვები ჩვენც გვინდა. ოღონდ ამისთვის ყველა ტრანზაქცია სახელმწიფოს ხელში საჭირო არ არის.

სხვები რას შვრებიან? აშშ-ში ციფრული დოლარის შექმნა აიკრძალა, სლოვაკეთმა ნაღდით გადახდის უფლება კონსტიტუციაში ჩაწერა, შვეიცარიამ რეფერენდუმით ნაღდი ფული კონსტიტუციაში შეიტანა. საქართველოს პარლამენტმა კი ოქტომბერში, დაჩქარებული წესით, ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლება მისცა.

ტესტი მარტივია: თუ ნაღდი ფულის გაუქმებას არავინ აპირებს, ჩაწერეთ ის კონსტიტუციაში. :)