რატომ არ უერთდებით აქციებს?
პროტესტი შეიძლება იყოს მშვიდობიანი ან რევოლუციური, მაგრამ არა ორივე ერთდროულად. შეუთანხმებელი მიტინგი, კონკრეტული მიზნების გარეშე (მაგ., არჩევნების ხელახლა ჩატარება ან მთავრობის გადადგომა), განწირულია კრახისთვის. ასეთი მიზნების მიღწევა შეუძლებელია კონკრეტული გეგმისა და შემსრულებლების გარეშე.
პოლიტიკოსებმა, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი პრივილეგიები გამოეყენებინათ ამომრჩევლების დასაცავად, "ხალხის აქციად" მონათლეს პროტესტი და უკან დაიმალნენ. შედეგად, ყველაზე გაბედული ადამიანები დაისაჯნენ. პოლიტიკოსების უმოქმედობამ და უმიზნო აქციებმა პროტესტს სახელი გაუფუჭა, რის გამოც, დღეისთვის ქართველ ადამიანის ქვეყნის ბედისთვის გამოსვლა „უტყდება“.
პროტესტი ემოციების ველია, ამიტომ მიზნებზე შეთანხმება აქციამდე უნდა მოხდეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საპროტესტოდ გასვლა კონკრეტული მოთხოვნებით.
თავისუფალი ხალხის პარტია არ ეწინააღმდეგება არც რევოლუციას და არც მშვიდობიან აქციას. ჩვენ გვაქვს ერთი მკაფიო მოთხოვნა: „ვისაუბროთ ერთმანეთში, სანამ ბრძოლის ველზე გავალთ.“ იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის წინ გამართულ ჩვენს აქციას ცოტა ადამიანი გამოეხმაურა, პარტია ახლა საზოგადოებაში ცნობიერების შეცვლაზეა ორიენტირებული სხვადასხვა გზით, მათ შორის ტელევიზიის გახსნით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით და ლაივებში თქვენთან საუბრით და ა.შ.