პროგნოზების ბაზარი
ნოსტრადამუსი
არსებობს ლეგენდა, რომ თავისუფალი ხალხის პარტიაგირჩი თავის ოფისში ნოსტრადამუსს მალავს. ვინ არის? ბევრნი არიან? ნორჩის “ნოსტრადამუსი” ამის გაგებას ცდილობს.
პროგნოზების ბაზარი
არსებობს ლეგენდა, რომ თავისუფალი ხალხის პარტიაგირჩი თავის ოფისში ნოსტრადამუსს მალავს. ვინ არის? ბევრნი არიან? ნორჩის “ნოსტრადამუსი” ამის გაგებას ცდილობს.
შემოუერთდი პროგნოზების ბაზარს და მოაგროვე ქულები!
პრემიერ მინისტრმა კობახიძემ სკანდალური განცხადება გააკეთა ენმ-ს პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილზე. შეიწერს თუ არა "ანიტობას" ხაბე?
შემდეგი რომელი პარტია გამოტყდება რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს?
ოპოზიციონერი პარტიები განსაკუთრებული მავნებლობით გამოირჩევიან. ახლა კი კითხვა: ეს ხალხი მოსყიდულია მთავრობის მიერ თუ უბრალოდ დებილები არიან? ამას გავიგებთ პარასკევს! "გირჩის" 4-საათიან ლაივთან ერთად, დებატები გაიმართება იაგო ხვიჩიასა და სანდრო რაქვიაშვილს შორის. სწორედ ამ დებატების შედეგით გადაწყდება, რომელი ვერსიაა სწორი – კორუფცია თუ უბრალოდ... საოცარი სიბეცე. ასე რომ, გელოდებით ლაივზე!
დაიდება თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის, 2025 წლის დასასრულამდე?
სალომე ზურაბიშვილი შეიცვლის "აზრს" არჩევნებთან დაკავშირებით? მადამ ულეგიტიმურესობა გამოირჩევა მკაფიო პოზიციებით. ბევრი ხვეწნა დაგვჭირდა რომ საბოლოოდ ეთქვა თავისი მოსაზრება თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. მან მხარი დაუჭირა ოპოზიციურ პარტიების ბოიკოტს. ბოლომდე დაიცავს თავის აზრს, გადაიფიქრებს თუ ღვთის ნებაზე დაგვტოვებს?
პრეზიდენტმა ყაველაშვილმა შესთავაზა ოპოზიციონერ პარტიებს, მათი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, რომ პოლიტპატიმრებს შეიწყალებდა. წავა ოპოზიციონერი პარტიებიდან ნებისმიერი ამ შეთანხმებაზე?
დონალდ ტრამპმა წარსულში არაერთხელ მიანიშნა, რომ ეპშტეინის "კლიენტების" სია შეიძლება საჯარო გახდეს. მისი მომხრეები ნამდვილად არ დარჩნენ კმაყოფილი ბოლო განცხადებებით, სადაც ცდილობდა ამ თემაზე საუბრის თავის არიდებას. თქვენი აზრით, გამოაქვეყნებს ტრამპი ეპშტეინის "კლიენტების" სიას? (თუნდაც არასრულს)